ინგა გრიგოლია: „დაგვაპატიმრებენ? ერთად ჩაგვყრიან ციხეში“?

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მიიჩნია, რომ ინგა გრიგოლიას 3 აპრილის გადაცემა დისკრიმიმნაციული ხასიათის იყო.

ქარტია განცხადებას ავრცელებს: საბჭომ დასაშვებად სცნო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” განცხადება ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციის” წამყვანის, ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა ეთერში 3 აპრილს გავიდა და ტრანსგენდერი ადამიანებს მიეძღვნა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული, ვინაიდან წამყვნმა ვერ უზრუნველყო პროცესების მართვა. „არ იქნა შესაბამისი ზომები მიღებული სიძულვილი ენის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით.”

შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ქარტია საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს ქარტიის ამ განცხადებას.

ინგა გრიგოლიამ ფეისბუქ გვერდზე უპასუხა:

_ დაგვაპატიმრებენ თან? ერთად ჩაგვყრიან ციხეში? და მე რომ ამ ქარტიას საერთოდ არ ვაღიარებ, რა გავაკეთო? ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე რომ არ მაინტერესებდა ამათი აზრი, – წერს გრიგოლია.