ისლამური სახელმწიფო _ ამერიკას იდიოტი მართავს

ისლამური სახელმწიფო _ ამერიკას იდიოტი მართავს_ ამერიკა იძირება და მას იდიოტი მართავს – განაცხადა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბი ალ-ჰასან ალ-მუჰაჯერმა.
_ ამერიკა, შენ იძირები და მხსნელი არ გყავს. ამერიკა, შენ ხალიფატის ჯარისკაცების ნადავლი გახდი, გაკოტრებული ხარ და შენი დაშლის ნიშნებს ყველა ხედავს, – ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაში.
ამის უტყუარი ნიშანი ის ფაქტია, რომ შენ, ამერიკა, იდიოტი გმართავს, რომელმაც არ იცის, რა არის სირია, ერაყი და ისლამი, – აღნიშნავს „ისლამური სახელმწიფოს“ ოფიციალური წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება თავისი პრეზიდენტობის პრიორიტეტად დაასახელა.