ხაბაროვსკში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და სროლა ატეხა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი კი დაიჭრა.
თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და ის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელი 18 წლის იყო და ის ადგილობრივი ნეო-ნაცისტების ჯგუფის წევრად ითვლებოდა.
დღეს დილით, ხაბაროვსკში თავდამსხმა მოხდა ტირზე, სადაც ტირის მფლობელი მოკლეს და დიდი ოდენობის იარაღი წაიღეს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირშია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი.
დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ შესაძლოა მსხვერპლი გაიზარდოს.

