კოლუმბიაში. პუტუმაოს პროვინციაში გადაუღებელ წვიმის შემდეგ ძლიერი წყალდიდობა დაიწყო და მეწყერი ჩამოწვა.
მეწყერისა და ღვარცოფის შედეგად ქალაქი მოკოაში ასობით საცხოვრებელი სახლი მიწით დაიფარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია 250 ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტი დაკარგულად მიიჩნევა.
სამაშველო ოპერაციაში ქვეყნის შინაგანი ჯარი და პოლიციაცაა ჩართული. სტიქიური უბედურების ზონა პრეზიდენტმაც მოინახულა და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარება სთხოვა.
კოლუმბიის ხელისუფლებას და მოსახლეობას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ევროკავშირმა. ფედერიკა მოგერინი კოლუმბიელებს დახმარებას დაჰპირდა.
ნიუპოსტი

