ლეიბორისტული პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს

ლეიბორისტული პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებსლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გიორგი გუგავა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე დასწრებას აპირებს, თუმცა მისი განცხადებით, კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებს.
გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ხალხის ნება უგულვებელყოფილია.

– ადგენენ ისეთ წესს საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც შესაძლებელი იქნება მანდატების მოპარვა. ქართველ ხალხს ართმევენ სოციალურ გარანტიებს, განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების, ასევე, აკანონებენ უცხოელებზე მიწის გასხვისებას. ამდენად, მე პროტესტის ნიშნად არ მივიღებ მონაწილებას კენჭისყრაში, ბოიკოტს გამოვუცხადებ და სრული პასუხისმგებლობა აქედან გამომდინარე, დაეკისრება მმართველ ძალას, – აცხადებს გიორგი გუგავა.