ჟურნალისტ მაია ასათიანს `მარაო~ დაუხურეს. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა დედამ, ნინო კალანდარიშვილმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა:
_ ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაია ასათიანის დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი ”მარაო” დახურეს! საქმე მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს….
ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს.

