მარინ ლე პენი თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია

მარინ ლე პენი თავის გამარჯვებაში დარწმუნებულიაეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

პირველ ტურში, რომელიც 23 აპრილს გაიმართა ყველა მეტი ხმა ემანუელ მაკრონმა მოაგროვა, მაგრამ მიუხედავად ამისა ლე პენი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გამარჯვება მას დარჩება:

”პირველ ტურის შედეგებით იმედგაცრუებული არ ვარ. ჩვენ მყარი პოზიციები გვაქვს და მეორე ტურში წარმატებით გამოვალთ. ჩემი მეტოქე მაკრობი სუსტია, რადგან მას არ აქვს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის კონკრეტული გეგმა. ვფიქრობ მეორე ტურში გავიმარჯვებ”.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.