მარინ ლე პენს საარჩევნო უბანთან FEMEN-ის მკერდმოშიშვლებული აქტივისტი გოგონები დახვდნენ

მარინ ლე პენს საარჩევნო უბანთან FEMEN-ის მკერდმოშიშვლებული აქტივისტი გოგონები დახვდნენკალეს დეპარტამენტში მარინ ლე პენს საარჩევნო უბანთან მკერდმოშიშვლებული FEMEN-ის აქტივისტი გოგონები დახვდნენ, რომლებსაც მკერდზე მისი საწინააღმდეგო ლოზუნგები ეწერათ. გოგონები პოლიციამ დააპატიმრა.

„ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა საკუთარი არჩევანი ქალაქ ენენ-ბომონში მდებარე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
მარინ ლე პენი წინასაარჩევნო კამპანიისას ფრანგებს დაჰპირდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის საფრანგეთს ევროკავშირიდან და ევროზონიდან გამოიყვანს.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა, თუმცა არჩევნების მეორე ტურს წააგებს.
მარინ ლე პენს საარჩევნო უბანთან FEMEN-ის მკერდმოშიშვლებული აქტივისტი გოგონები დახვდნენსაფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66.546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში – 20:00 საათზე.