მარიშკა ჯავახაძე: „გორში მოხდა საზარელი ფაქტი. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!“

მარიშკა ჯავახაძე: „გორში მოხდა საზარელი ფაქტი. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!“მსახიობი მარიშკა ჯავახაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი გორში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ წერს, მსახიობის ინფორმაციით, ქალაქში ძაღლი უმოწყალოდ ცემეს, შემდეგ ტომარაში გაახვიეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს, ადგილზე მისულ მოქალაქეებს კი იგი მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯავახაძე შსს-ს მიმართავს და აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს.

– გორში მოხდა საზარელი ფაქტი. უმოწყალოდ ცემეს ძაღლი, შემდეგ კი ტომარაში გაახვიესდა ნაგვის ურნაში გადააგდეს. ძაღლის ტირილი მთელ ქუჩას მოედო, ადგილზე მისულ ადამინებს ძაღლი სასტიკად ნაცემი დახვდათ. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მივმართავ შინაგან საქმეთა სმაინისტროს, მსგავსი ფაქტი 259 მუხლით ისჯება, რომელიც ითალისწინებს თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას. მოახდინეთ სასწაფოდ რეაგირება. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას! სპეციალურად არ ვდებ ფოტოებს რადგან ძალიან მძიმე სანახავია!  – წერს მარიშკა ჯავახაძე.

აქვე განმიმარტავთ იმ მუხლის შინაარს, რომელზედაც მსახიობი საუბრობს: 259 მუხლი: ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა

1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია,
აგრეთვე ცხოველის წვალება,
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.