მარსელში საფრანგეთის პოლიციამ ორი ტერორისტი დააკავა, რომლებიც ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. ეს ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მათიას ფეკლმა დაადასტურა.
ფეკლის თქმით ტერორისტების დაკავება ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ მოხდა და ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ.
მათ შესახებ ცოტა არის ცნობილი. სავარაუდოდ ისინი საფრანგეთში არალეგალური გზით შემოვიდნენ და მათი მიზანი რამდენიმე ტერაქტის განხორციელება იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მათიას ფეკლმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით მკაცრი იქნება.

