მიმდინარე წელს ისრაელში შესვლაზე საქართველოს 861 მოქალაქეს ეთქვა უარი

მიმდინარე წელს ისრაელში შესვლაზე საქართველოს 861 მოქალაქეს ეთქვა უარი– მიმდინარე წელს ისრაელში შესვლაზე საქართველოს 861 მოქალაქეს ეთქვა უარი მიმდინარე წელს ისრაელის სახელმწიფოში შესვლაზე საქართველოს 861 მოქალაქეს ეთქვა უარი, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2016 წელს ისრაელში საქართველოს 2042 მოქალაქე არ შეუშვეს.

საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმი 2013 წლიდან გაუქმდა. შესაბამისად, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის პირობებში 2014 წელს ისრაელის სახელმწიფოში შესვლაზე უარი 340 საქართველოს მოქალაქეს, 2015 წელს კი 244 მოქალაქეს უთხრეს.