მივმართავ სერგეენკოს და სამართალდამცავებს! – რა ხდება იაშვილის კლინიკაში?!

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ანა ბალამწარაშვილმა ძალიან შემაშფოთებელი პოსტი მიუძღვნა იაშვილის კლინიკას. წარმოუდგენელია აღნიშნულმა ფაქტმა მკითხველი არ შეძრას. გთავაზობთ სრულ ვერსიას.

_ დავწერე, წავშალე, დავწერე, წავშალე, სიბრაზე მახრჩობს, სირცხვილით ვიწვი, თვალებში ვერ ვუყურებ ჩემს შვილებს, რასაც ვასწავლი და ვუჩიჩინებ ეს წლებია ქართველობასთან დაკავშირებით თავზე დამანგრიეს იაშვილის კლინიკის ეგრეთ წოდებულმა ექიმებმა.

ბატონ დავით სერგეენკოს მივმართავ, სამართალდამცავებს!
მე, სამი შვილის დედა ვარ, რაც ჩემმა ოჯახმა, ამ ორ დღეში გადაიტანა არასოდეს დაავიწყდებათ, არც პატარებს და არც დიდებს, დედაჩემი კინაღამ მეორედ მოვკალი.

ირაკლი მიქელაძე ერთი პატარა და ძალიან საყვარელი, ეხლა უკვე ვიცი რომ ჯანმრთელი ბიჭუნაა. მუცელზე გადაჭრილია ირაკლი, ეს ისე გააკეთეს იაშვილის კლინიკის „ექიმებმა”, უფრო ჯალათებს დავარქმევდი რომ მშობლებს არც კი შეთანხმებიან, ალბათ იფიქრეს ახალგაზრდები, გამოუცდელები და უპატრონოები არიან და რას მიხვდებიანო. მუცელზე რატომ გაკვეთეს ეს პატარა ბიჭუნა ვერ ახსნეს, სამაგიეროდ, დიაგნოზი —„დაუსვეს” ქვას ხეთქავს (თავებით გადაეშვნენ მტკვარში სჯობია), ღვიძლის გადანერგვაა საჭიროო და თან დროც აღარ გაქვთო, შეშინებულები, გაოგნებულები და სასოწარკვეთილები ვნახე მე ირაკლის მშობლები, პირველი რაც ვუთხარი მათ იყო ის რომ არ მჯეროდა ამ დიაგნოზის, არ მიღალატა არც ამჯერად ინტუიციამ.

ირაკლის ჩაუტარდა გამოკვლევები და დიაგნოზი არის საპირისპირო, ბავშვი ჯანმრთელია და ღვიძლიც საღია, ეხლა მითხარით თქვენ ჩემმა მეგობრებმა და თუნდაც არა მეგობრებმა, რისი ღირსნი არიან იაშვილის კლინიკა-სასაკლაოს ექიმბაშები, გამაგებინეთ რა სასჯელი არსებობს ასეთი “ექიმებისთვის”?!
ირაკლის მშობლები მზად არიან საჩივრით მიმართონ პროკურატურას და გადაარჩინონ სხვა ბავშვების სიცოცხლე!
მე მიყვარს ჩემი ქვეყანა ამ ვაი ქართველებისგან განსხვავებით, მე მიყვარს ჩემი და მერე სხვისი შვილები, მე არ გავჩუმდები ასეთ დანაშაულზე, მიუხედავად იმისა მეხება  მე თუ არა, ბავშვები ჩვენი მომავალია, მივცეთ ამ მომავალს სიცოცხლის უფლება!
დედებო, გავერთიანდეთ ამ ბოროტების წინააღმდეგ!
ვეცდები ყველაფერს ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რომ ირაკლიმ
თავისი ცხოვრება გაატაროს ბელგიაში!
ეს ის წუთებია, როცა გავიგეთ სიმართლე! – წერს სოციალურ ქსელში ანა ბალამწარაშვილი.

p.s. „ახალი თაობა მზად არის დააფიქსიროს იაშვილის კლინიკის მედპერსონალის პოზიციაც.