მოსკოვის სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა “ვნუკოვოს” საერთაშორისო აეროპორტში, ერთერთი მგზავრის ბარგში, დამატებითი გაჩხრეკის შედეგად, სანადირო დენთი და ტყვიები აღმოაჩინეს.
მგზავრი დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება იარაღის უკანონო შენახვისა და გადატანის მუხლით.
სამართალდამცავები არ აცხადებენ, თუ რა მიზნით გადაჰქონდა მგზავრს აღნიშნული საგნები.

