მოსკოვის ცენტრში პოლიციამ 40-დე ადამიანი დააკავა.
ტვერის ქუჩაზე, ტრიუმფალურ მოედანთან, 29 ადამიანი დააკავეს, მანეჟის მოედანზე კი _ 7 ადამიანი.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ცნობით, დაკავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა ნაციონალისტური ორგანიზაციებისა და დაჯგუფებათა წარმომადგენლები არიან. მათი დაკავება მოსკოვის ცენტრში არასანქცირებული აქციის გამართვას უკავშირდება.
ორგანიზაცია „ახალი ოპოზიციის“ წარმომადგენლის, რომან კოვალევის განცხადებით, დაკავებულები ჯერჯერობით პოლიციის სამმართველოში არ გადაუყვანიათ.
ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციამ მოქალაქეები 2 აპრილს ქალაქის ცენტრში არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობასთან დაკავშირებით გააფრთხილა.

