ელექტრო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, მოსკოვში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან 11 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ამის შესახებ რუსული მედია სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით წერს.
კლინიკაში გადაყვანილთა შორის, ერთი ბავშვია.
რუსული მედიის ცნობით, სულ დაშავებულია 23 ადამიანი.
სარკინიგზო ავარიის მიზეზად სახელდება მამაკაცი, რომელმაც ლიანდაგზე გადაირბინა, რის გამოც, ელექტრო მატარებელმა მკვეთრად დაამუხრუჭა.

