მუსლიმებმა ქრისტიანებისთვის სისხლი გაიღეს

მუსლიმებმა ქრისტიანებისთვის სისხლი გაიღესქალაქ ტანტაში, სადაც კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა, მუსლიმები მეჩეთებში შეიკრიბნენ და აფეთქების შედეგად დაშავებული ქრისტიანებისთვის სისხლი გაიღეს.

ქალაქში ხმის გამაძლიერებლები გამოიყენეს, რათა მოქალაქეებისთვის სისხლის ჩაბარებისკენ მოეწოდებინათ, რადგან საავადმყოფოებში სისხლის მარაგი იწურებოდა.

შეგახსსენებთ, ეგვიპტეში ორ ქრისტიანულ ტაძარს თავს დაესხნენ.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. მოგვიანებით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.