მზია ორველაშვილი ნინო კუზანოვას პასუხობს – „ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გადამხობილი არავისთან და არავისზე არ ვყოფილვარ“

მზია ორველაშვილი ნინო კუზანოვას პასუხობს - „ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გადამხობილი არავისთან და არავისზე არ ვყოფილვარ“გადაცემაში „პრაიმ შოუ“ ნინო კუზანოვამ ისაუბრა, თუ როგორ იეჭვიანა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მონაწილეობის დროს მის მეუღლეზე.

„მივედი ერთ დღეს რეპეტიციაზე და ვხედავ ეს თავისი პარტნიორი ფეხბშუა ჰყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი“ .

გადაცემას გუკა კუზანოვის პარტნიორი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მზია ორველაშვილი შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა.

– ძალიან დიდი ბოდიში! ძალიან გაფასებთ ყველას და ვმუშაობთ ერთად რამდენიმე წელია, მაგრამ გადამხობილი არავისთან და არავისზე ვყოფილვარ პროექში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” შეიძლება, ამ სიტყვებში სხვა რაღაც არის ნაგულისხმევი, მაგრამ ცოტა შეურაცხმყოფელად ისმის ეს ყველაფერი!

მე არასდროს არავისთვის პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავებში” არ მიმიცია მიზეზი ეჭვიანობის!

არ გეწყინოთ არავის ეს პოსტი. მე უბრალოდ არ მესიამოვნა ეს სიტკვები, მიუხედავად იმისა რომ ვაფასებ კუზანოვების ოჯახს ძალიან და ვთვლი ჩემს ახლობლებად, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრის გამოთქმის უფლება იმასთან დაკავშირებით, რაც არასდროს გამიკეთებია, – წერს მზია ფეისბუქზე.

რეიტინგი