სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დატოვოს. ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის ნიკა მაჭუტაძის თქმით, პარტიაში ამასთან დაკავშირებით გადაწყევტილება 12:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.
ოპოზიცია არ ეთანხმება მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესსა და მისი უფლებების შეზღუდვას
_ არ ვეთანხმებით პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, იმას, რომ უქმდება უშიშროების საბჭო, _ განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, შესაძლოა საპარლამენტო ოპოზიციიდან ნაციონალური მოძრაობაც გამოეთიშოს. ისინი გადაწყვეტილებას კონსულტაციის შედეგად მიიღებენ.
,,ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ არასწორია საკონსტიტუციო კომისიის მიდგომა ბლოკების შექმნასთან, ასევე დაკარგული ხმების განაწილებასა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით. მათ შორის პარტიაში არ ეთანხმებიან პრეზიდენტის არჩევის წესს.
_ „ქართული ოცნება აპირებს, რომ უფლება, აირჩიოს პრეზიდენტი, წაართვას ქართველ ხალხს და ეს ჩვენთვის მიუღებელია, _ ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

