პარიზში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რადგან მათ პოლიციას ბოთლები ესროლეს.
აქციაზე ლიცეუმის უფროსი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ლე პენის და მაკრონის სავარაუდო პრეზიდენტობას აპროტესტებდნენ.
მოსწავლეები ტრანსპარანტებით გამოვიდნენ, რომელზეც ეწერა ”არც მაკრონი, არც ლე პენი”. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აქციაზე არავინ დაშავებულა და სავარაუდოდ აქციები კიდევ გაგრძელდება.
მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები არიან.
არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება, ხოლო პირველ ტურში კი გამარჯვება მაკრონს დარჩა.

