პარიზში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი და თანაკლასელები მძევლად აიყვანა

პარიზში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი და თანაკლასელები მძევლად აიყვანაპარიზის გარეუბანში, სენ-დენის ლიცეუმის 17 წლის მოსწავლემ მასწავლებელი და თანაკლასელები მძევლად აიყვანა და მათ დახოცვით ემუქრებოდა.

Le Parisien-ის ცნობით, ამის მიზეზი სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმული “დამამცირებელი კომენტარები” იყო.

გამოცემის თანახმად, ბიჭი ნაჯახით იყო შეიარაღებული და კლასელებს დახოცვით ემუქრებოდა. ერთსაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მასწავლებლემა ახალგაზრდის განიარაღება შეძლო. მოზარდი პოლიციამ დააკავა.

დაკითხვის დროს, ბიჭმა აღიარა, რომ კლასელების დახოცვა იმიტომ სურდა, რომ ისინი სოციალურ ქსელებში “დამამცირებელ კომენტარებს” წერდნენ.

ნიუპოსტი