საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში წარედგინა, რომლის განხილვაც ხვალიდან დაიწყება. ანგარიში მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის შინაარსის გამო შესაძლოა განხილვის ნაწილი დაიხუროს.
სუს-ის ანგარიშს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა, ეკა ბესელიას თქმით, დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დასვან იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლის განეიტრალებაზეც მუშაობს უსაფრთხოების სამსახური.
მწავე შეკითხვების დასმას აპირებს უსაფრთხოების სამსახურისთვის ოპოზიცია, მათი თქმით სუს-ი გაცდა პოლიტიკური დევნის იარაღი ივანიშვილის ხელისუფლების ხელში:
– სუს-ის ხელმძღვანელობას მოუწევს პასუხი გასცეს მათ შორის იმ პოლიტიკურად მწვავე საკითხებს, სადაც სუს-ი აღმოჩნდა ჩარეული ისე, რომ ეს მისი ფუნქცია კანონიდან გამომდინარე არ იყო,- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ.
ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყენებაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა.
– ხშირ შემთხვევაში ეს უწყება ივანიშვილის რეჟიმის მიერ გამოიყენება როგორც პოლიტიკური დევნის იარაღი. ვისაუბრებთ უკანონო მოსმენების თემაზე, ზოგადად იმაზე, რომ ერიდება გომელაური ერიდება საქართველოს პარლამენტში მოსვლას და არ სცემს პასუხს იმ კითხვებს რაც დაგროვდა,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ნიუპოსტი

