_ რუსეთი ინფორმირებული იყო აშშ-ის მიერ სირიაში საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე.
ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
_ ინფორმაციის გაცვლის არხებით ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე. თუმცა პრეზიდენტ პუტინისთვის არავის დაურეკავს, _ განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვის თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებული საჰაერო დარტყმები როგორც მოკავშირეს წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის აქტი, ისე მიიღო.
_ ვინაიდან ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ სირიის შეიარაღებულ ძალებს სირიის მთავრობის მიმართვის საფუძველზე, სირია ჩვენი მოკავშირეა. შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებულმა დარტყმებმა ზიანი მიაყენეს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეს, _ აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

