პეტერბურგის მეტროს სადგური საეჭვო ნივთის გამო დაკეტეს

პეტერბურგის მეტროს სადგური საეჭვო ნივთის გამო დაკეტესპეტერბურგის მეტროს სადგური საეჭვო ნივთის გამო დაკეტეს პეტერბურგში მეტროს სადგური „Площадь восстания“ დაკეტეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი სადგურზე ნაპოვნი საეჭვო საგანი გახდა.

– ადგილობრივი დროით, 16:45 საათზე სადგურ „Площадь восстания“-ს ბაქანზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. სადგური და სხვა სადგურზე გადასასვლელი დაიკეტა, – განაცხადეს მეტროპოლიტენში.

პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.