– ბირთვული ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს, ვინიდან შეერთებული შტატები ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებებს.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჩრდილოეთ კორეის გაეროში წარმომადგენლის მოადგილე კიმ ინ რიონმა.
დიპლომატის აზრით, აშშ არღვევს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში თავისი არაპროპორციული და უსამართლო პასუხით ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის მოქმედებებზე.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი გაგიჟდა, რადგან ჩრდილოეთ კორეასთან ომს აპირებს.
დიპლომატმა თქვა, რომ ომი შეიძლება რეალობად იქცეს, რადგან მზარდმა დაძაბულობამ საგანგებო ვითარება შექმნა.

