პოლონეთის ქალაქ სვებოძიცეში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული.
მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის ამოყვანა უკვე შეძლეს. მეხანძრეების თქმით, შენობაში 2 სართული ჩამოინგრა. ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცობია, თუმცა მეხანძრეები მომხდარს ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირებენ.
სახლში, რომელშიც აფეთქება მოხდა, 18 მცხოვრები იყო რეგისტრირებული.

