პრეზიდენტს 2023 წელს 300 დელეგატი აირჩევს. პარლამენტი ქუთაისში რჩება. იქნება მთლიანად პროპორციული არჩევნები

პრეზიდენტს 2023 წელს 300 დელეგატი აირჩევს. პარლამენტი ქუთაისში რჩება. იქნება მთლიანად პროპორციული არჩევნებისაკონსტიტუციო კომისიის მიერ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მონახაზი უკვე ცნობილია.

გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში აღარ შეიცვლება პარლამენტის ადგილმდებარეობა და მისი ადგილსამყოფელი კვლავ იქნება ქუთაისი.

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში 2023 წლიდან შევა და არაპირდაპირი წესით 300 დელეგატი აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს.

არჩევაში, პარლამენტის გარდა, ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები.
აღარ იქნება უშიშროების საბჭო და პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება რომ წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება საარჩევნო სისტემას.

კერძოდ, მოხდება გადასვლა პროპორციულ სისტემაზე, თუმცა სადაო საკითხი არის ის, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს გამოთავისუფლებული მანდატები

_ კონსტიტუციის ტექსტის ძალიან დიდ ნაწილზე არის სრული შეთანხმება, არის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი, რომელზეც ჯერ კიდევ დისკუსიები გრძელდება, ტექსტის დიდი ნაწილი არის სრულიად შეთანხმებული და არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

კონსტიტუციაში ჩანაწერი თავისუფლების აქტის შესახებ კვლავ რჩება.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლებას მოუნდება გადასახადების გაზრდა, კვლავ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში რეფერენდუმი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის საკითხი აღარ ჩაიწერება კონსტიტუციაში და თუკი საჭირო გახდება, ის მხოლოდ ორგანული კანონით დარეგულირდება და შეიქმნება ახალი კანონი მიწის შესახებ.