მარტო ამ ღორ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი მავნე ტრადიციების შეცვლა, მაგრამ არ ცვლის, პირიქით, ხელს უწყობს ამ თავისი უსარგებლო “საპროცესი გარიგებებით” – ამის შესახებ ორგანიზაცია „საფარის” ხელმძღვანელი, ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია ქორწინების შექმნის მიზნით, ქალთა და გოგონათა მოტაცების შესახებ წერს.
პატარაია სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ასეთი შემთხვევის შესახებ წერს, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს ეხება. მისი თქმით, მსხვერპლი დაშინებულია და ამის გამო მოძალადესთან ოჯახის შექმნაზე თანახმაა.
– მოიყვანეს “დამუშავებული” გატაცებული გოგო, იძახის რომ რჩება გამტაცებელთან. მშობლები ამბობენ, რომ თუ რჩება, პრობლემა მოგვარებულია. გოგოს უფროსი და ტირის და ამბობს, რომ ზუსტად იცის, რომ მის დას დარჩენა არ უნდოდა და აიძულეს. ეხლა დამპალი პროკურატურა და შსს საპროცესოს გაუფორმებენ და ყველა თანამზრახველის საპროცესოს ფულს “სიძეს” გადაახდევინებენ და ეს იქნება მემილიონე ამბავი რიგითი აზერბაიჯანელი გოგოსი, რომელიც აიძულეს დარჩენილიყო მოძალადესთან. რა ვიცით, იქნებ გააუპატიურეს კიდეც უკვე.
ნაგავი სახელმწიფო! ნაგავი ქვეყანა! სადაც 17 წლის გოგოებს ძროხებივით ექცევიან, იპარავენ, ძალადობენ, აიძულებენ, კლავენ კიდეც.
მე თუ მესმის ამ ქალების ტირილი, თქვენ რატომ არ გესმით? დამპალო არაადამიანებო.
ტრადიცია ყოფილა. ტრადიციას ეძახის ამ ძალადობას ჩვენი სამართალდამცავი სისტემა.
გატაცებული გოგო “ჩაწოლილი საქონელია”, რომელიც ვერასდროს გასაღდება და ამიტომ მშობლებსაც აღარ უნდათ თავისი გოგო და სირცხვილი.
არ გახსოვთ, რომ ზუსტად ასე იყო ადრე თბილისშიც? მე მახსოვს. მე მახსოვს, როგორ მეუბნებოდა დედა, არ შეგეშინდეს თუ მოგიტაცეს, აუცილებლად დაგიბრუნებთ უკანო. სხვა გოგოებს ამას არ ეუბნებიან.
მარტო ამ ღორ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი მავნე ტრადიციების შეცვლა, მაგრამ არ ცვლის, პირიქით, ხელს უწყობს ამ თავისი უსარგებლო “საპროცესი გარიგებებით”. ფასი, რომელიც ქალს ედება დღეს საპროცესო გარიგების თანხაა. რა ღირს საქართველოში აზერბაიჯანელი გოგონა? რამდენად ყიდით გოგოებს, პროკურორო ღორებო? – წერს ბაია პატარაია.

