რამაზ საყვარელიძე: „ალეკო ელისაშვილი მერობის საინტერესო კანდიდატურაა“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ნარმანიამ თბილისის მერის არჩევნებზე კენჭი აღარ უნდა იყაროს.

– ყოველდღიური პრობლემა, რომელიც ადამიანებს მართლაც ყოველდღე აწუხებთ, ვგულისხმობ სატრანსპორტო პრობლემატიკას, პარკირების პრობლემებს და ა.შ. ამ პრობლემების მოუგვარებლობამ, ნარმანიას კანდიდატურას შეიძლება სირთულეები შეუქმნას, – ასეთია პოლიტოლოგის აზრი.

მოარული ხმების მიხედვით, თბილისის მერობის სურვილი დიმიტრი ქუმსიშვილსაც  აქვს, საყვარელიძეს მერობის რეალურ კანდიდატად არც  ქუმსიშვილი წარმოუდგენია.

– ვერ გეტყვით, რამდენად გაუძლებს ქუმსიშვილის ფიგურა იმ შეტევებს, რომლებიც იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მისი კანდიდატურა იქნა დაყენებული მერის პოზიციაზე.

ბღუჯა ბღუჯა ფულის ამოღების ისტორიას, რომელიც პარლამენტში მოჰყვა და რომელიც შემდეგ შარჟის მიზეზიც გახდა. პოლიტიკოსისთვის მსგავსი ნიუანსები არ არის მომგებიანი, _ განუცხადა „ახალ თაობას“ რამაზ საყვარელიძემ.

თბილისის მერობა სურს ალეკო ელისაშვილსაც.

– ალეკო ელისაშვილის მთელი ხიბლი, მის დაუდგრომელ ხასიათთან ერთად, მისი დამოუკიდებლობაა. ალეკო ელისაშვილს დამოუკიდებლად პოლიტიკური კარიერის წარმართვის გამოცდილება აქვს. მან დამოუკიდებლად იყარა ადგილობრივ დონეზე კენჭი და გაიმარჯვა კიდეც. გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ვგულისხმობ იმას, რომ ელისაშვილი არ წარმოადგენს არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ამომრჩევლისთვის ძალიან საინტერესოა.

დღეს საქართველოში პარტიები პოპულარულები არ არიან, მეტიც, არც კი მოსწონთ. დღეს პოლიტიკაში ინდივიდების დროა. საქართველოში პარტიებმა ამომრჩეველს იმედები გაუცრუა. ამიტომ ელისაშვილის ტაქტიკა ამართლებს ამ დროისთვის. ელისაშვილს მიმზიდველობას სწორედ უპარტიობა მოუტანს, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

„ახალი თაობა“, ნათია ხურცილავა