რაფაელ ნადალმა მონტეკარლოს მასტერსი მოიგო

რაფაელ ნადალმა მონტეკარლოს მასტერსი მოიგოესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მონტეკარლოს მასტერსი მეათედ მოიგო. ფინალში მან თანამემამულე ალბერტ რამოს ვინოლასი დაამარცხა ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:1

მონტეკარლოს მასტერსი ნადალის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტურნირია და ამ გამარჯვების შემდეგ რაფამ საგრძნობლად გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა რეიტინგში.

თამაშის შემდეგ ნადალმა განაცხადა, რომ ის თავისი სათამაშო ფორმით კმაყოფილია და იმედი გამოთქვა, რომ ის ამ ფორმას საფრანგეთის ღია პირველობაზეც შეინარჩუნებს.

ნადალი ამჟამად რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს.