საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვას არ ენდობა მემარცხენე ალიანსის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი.
_ ეს შედეგები ვერ იქნება დამაჯერებელი. ენდიაის თბილისის ორგანიზაციას არაერთხელ გამოუქვეყნებია საეჭვო შედეგები. იმ გამოკითხვებში მონაწილეობდნენ ნაცმოძრაობის მხარდამჭერები. აირაის ბოლო კვლევა და მისი მონაცემებიც არ იწვევს ნდობას. ხალხში უკვე გაჩნდა ისეთი შეგრძნება, რომ აშშ-ში ყველა სტრუქტურა, მთელი პოლიტიკური ელიტა ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებაზე მუშაობს, – აცხადებს შატბერაშვილი.
ამავე გამოკითხვით, პრეზიდენტი მარგველაშვილი რეიტინგებში ლიდერობს.
_ მარგველაშვილის პირველობა აბსურდია. მას ქვეყნისთვის საერთოდ არაფერი გაუკეთებია. მის სახელს არც ვიზალიბერალიზაცია უკავშირდება, არც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება და არც სხვა წარმატება. მოსახლეობა საერთოდ ვერ გრძნობს, ჰყავს თუ არა პრეზიდენტი. ის ჩანს მაშინ, როცა რომელიმე კანონს ვეტოს ადებს. მისი მთავარი საქმე `ოცნებასთან~ კატათაგვობანას თამაშია, – განუცხადა სოსო შატბერაშვილმა „ახალ თაობას“.

