აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი დღეს ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩადის. ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანის პირველი ოფიციალური ვიზიტია რუსეთის დედაქალაქში.
ვიზიტის ფარგლებში, ტილერსონი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
_ ჩვენ შეხვედრების ანონსი არ გაგვიკეთებია. პრეზიდენტის გრაფიკში ჯერ ტილერსონთან შეხვედრა არ არის. თუ ასეთი შეხვედრა შედგება, შეგატყობინებთ, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 7 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სირიაში მდებარე შაირათის ავიაბაზა დაიბომბა.
აღნიშნული ტრამპის ადმინისტრაციის პასუხი იყო, იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რაზეც ბრალი აშშ-მ ასადის რეჟიმს დასდო.

