რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კვლევითმა გემმა „ლიმანმა“ შავ ზღვაში, გემთან „აშოთ-7“ შეჯახების შედეგად კორპუსის დაზიანება მიიღო.
„ლიმანი“ და „აშოთ-7“ ბოსფორის სრუტედან 40 კმ-ში შეეჯახნენ, რის შედეგადაც ”ლიმანმა” კორპუსის დაზიანება მიიღო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის დაშავებულები არ არიან.
თურქეთის სანაპირო დაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ ყველა მეზღვაური ევაკუირებულია.

