რუსეთში ავიაგამანადგურებელი მიგ-31 ჩამოვარდა

რუსეთში ავიაგამანადგურებელი მიგ-31 ჩამოვარდაციმბირში ავიაგამანადგურებელი მიგ-31 ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით ავიაგამანადგურებელში 2 პილოტი იჯდა, რომლებმაც საფრენი აპარატიდან კატაპულტირება შეძლეს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი ავიაგამანადგურებელი ბურიატში “ტელემბას” პოლიგონზე გეგმიურ საწვრთნელ ფრენა ასრულებდა. ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.