უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ხურვალეთში იმყოფებოდა.
უკრაინელი მაღალჩინოსანი გაესაუბრა დათა ვანიშვილს, რომლის სახლი და ეზო მავთულხლართებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ მოაქცია.
– იგივე ემოციები დამეუფლა, რასაც ჩემს ქვეყანაში განვიცდი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში ისვრიან, ადამიანები იღუპებიან. ერთნაირი ღირებულებები და მიზნები გვაქვს და საერთო პრობლემა გვაქვს – რუსეთი. ერთად უნდა ვიბრძოლოთ, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას იგივე ღირებულებები და მიზნები აქვს.
– ეს არის ევროინტეგრაცია. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და საფრთხეები, ამიტომაც ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, – განაცხადა კლიმკინმა.
ნიუპოსტი

