სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
_ „სენაია პლოშადის“ მეტროსადგურზე სანკტ-პეტერბურგში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები, – განუცხადეს სააგენტო „ტასს“ სამართალდამცავ ორგანოებში.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.
აღნიშნული მომენტისთვის მეტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს.
ინციდენტის გამო სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 7 სადგური დაიხურა.

