რუსმა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროს ვაგონში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა დაადგინეს. ეს არის 22 წლის აქბარჯონ ჯალილოვი.
ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს ცნობა გაავრცელა 4 აპრილს, ერთი დღის შემდეგ, რაც რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქის მეტროში აფეთქებამ 14 ადამიანი იმსხვერპლა.
განცხადებაში წერია, რომ გამომძიებლებმა მიაკვლიეს ჯალილოვის „გენეტიკურ კვალს“ ზურგჩანთაზე, რომელშიც იყო ბომბი და რომელიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი პეტერბურგის სხვა, „პლოშად ვოსსტანიის“ მეტროს სადგურზე.
ჯალილოვი 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში და ამ პერიოდში რამდენიმე პასპორტი შეიცვალა.

