სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის დამკვეთის ვინაობა ცნობილია.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გააკეთა.
ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით საქმეში შესაძლოა გამოიკვეთოს ახალი გარემოებები და საზოგადოება ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული იქნება.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ამ საქმეზე სულ დაკავებული 8 პირია. ერთ-ერთი მათგანი აბრორ აზიმოვი 17 აპრილს დააკავეს და მას თვითმკვლელი ტერორისტების მომზადება ედება ბრალად.
შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში ტერაქტი 3 აპრილს მოხდა, როდესაც მეტროში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

