საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ბერნარ კაზნევის სახლი გაქურდეს.
ძარცვა, სავარაუდოდ, 24 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მეორე დღეს მოხდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის დღეს გახდა ცნობილი.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბერნარ კაზნევის ბინაში სამსახურებრივი დოკუმენტაცია არ ინახებოდა და მძარცველებმა მხოლოდ პირადი მოხმარების ნივთების წაღება მოახერხეს.
სამართალდამცავებს ქურდები ჯერჯერობით არ დაუკავებით.
ბინის ქურდებმა, სავარაუდოდ, არ იცოდნენ, ვის სახლს ძარცვავდნენ.

