საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ფრანსუა ფიიონს, რომელიც სტრასბურგში „რესპუბლიკელების“ შეკრებაზე იმყოფებოდა, ახალგაზრდა მამაკაცმა სახეში ფქვილი შეაყარა.
შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა, ფიონს ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნისკენ მიემართებოდა.
ყოფილი პრემიერ მინისტრის მიმართ უკმაყოფილება მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ის სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში და ოჯახის წევრებისთვის ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაში დაადანაშაულეს.

