საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 23,7 %, მარინ ლე პენმა კი 22 % მიიღო

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 23,7 %, მარინ ლე პენმა კი 22 % მიიღოპირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი იმარჯვებს. მას ამომრჩეველთა ხმების 23,7 % აქვს.
მეორე ადგილზე ამომრჩეველთა ხმების 22%-ით „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენია. „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ამომრჩეველთა ხმების 19,5%-ით მესამე ადგილზეა ჟან-ლიუკ მელანშონთან ერთად.
საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში – 20:00 საათზე.