საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა რუსეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა რუსეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდასაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია.

ფინალში საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდა, ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
პირველი საჭიდაოდ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა, რომელიც საბოლოო მარგველაშვილმა მოიპოვა და საქართველო დააწინაურა – 1:0.
მეორე შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილმა (73) იპონით დათმო – 1:1.
მესამე საჭიდაოდ ზებედა რეხვიაშვილი (81) გავიდა, რომელიც ასევე დამარცხდა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში რუსმა პირველად აუღო ქულა და რუსეთი დაწიანურდა – 1:2.
მეოთხე ბექა ღვინიაშვილი (90) გამოვიდა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ღვინიაშვილმა მეტოქე ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა და სასურველი გამარჯვებაც მოიპოვა.
ბოლო საჭიდაოდ ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გავიდა, მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა – 3:2.
ფინალამდე ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხეს.