შალვა ნათელაშვილი: „1 აპრილს „ბიძინობა“ აღინიშნება“

თვითმმართველი ქალაქების სტატუსის შესაძლო გაუქმებას აკრიტიკებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

– ივანიშვილის მიზანია, მეტი ხარჯები წავიდეს მის ბიზნესში და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მართოს ქვეყანა. 1 აპრილი მინდა, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივულოცო. ალბათ, მომავალი თაობა ამ დღეს „ბიძინაობას” დაარქმევს, მსოფლიოში ასეთი თაღლითი, აფერისტი და მატყუარა პოლიტიკოსი არ შობილა,  – განაცხადა „კურიერის“ ეთერში შალვა ნათელაშვილმა.