სტოკჰოლმის პოლიციამ დღევანდელი ტერაქტის საქმეზე 2 ადამიანს კითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას „Aftonbladet“ აქვეყნებს.
_ პოლიციამ დასაკითხად ორი პირი დააკავა, თუმცა სხვა ინფორმაციას პოლიცია არ ავრცელებს, _ ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
მანამდე, სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთის პოლიციამ იმ ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მათი ვერსიით, დაკავშირებულია სტოკჰოლმში დღეს მომხდარ თავდასხმასთან.
როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომანქანა სტოკჰოლმის ცენტრში ადამიანების ჯგუფს დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

