სტოლტენბერგი: ნატოში ვიღებთ მონტენეგროს და ვმუშაობთ საქართველოსთან

სტოლტენბერგი: ნატოში ვიღებთ მონტენეგროს და ვმუშაობთ საქართველოსთანნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამა თუ იმ ქვეყნის, ნატო-ში გაწევრიანების პროცესში. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და მასში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მხოლოდ 28 წევრი სახელმწიფო და თავად ასპირანტი ქვეყანა იღებს.

– ნატო განაგრძობს გაფართოებას. ჩვენ მალე გვეყოლება მონტენეგრო 29-ე წევრად. ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან, რომელიც შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს. ის აძლიერებს დემოკრატიულ და თავდაცვის ინსტიტუტებს, ასევე ებრძვის კორუფციას. ეს კი ნატოს წევრობისთვის საჭირო მცდელობების ნაწილია. ასეთი რეფორმების განხორციელება კარგია, რადგან უახლოვდები ნატოს. ალიანსის კარი ღიაა.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გაფართოება და ნატოს წევრობა მხოლოდ აპლიკანტი ქვეყნისა და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია. სხვას არავის აქვს უფლება ჩაერიოს ამ პროცესში, – განაცხადა სტოლტენბერგმა.