”სულ ტყუილია ეს სიტყვები, ქართველს არ ენდოო” _ რას წერს ემიგრანტი დოდო დევიძე ფეისბუქში

”სულ ტყუილია ეს სიტყვები, ქართველს არ ენდოო” _ რას წერს ემიგრანტი დოდო დევიძე ფეისბუქშიკაცი არის საზღვარგარეთ, გააჩერებს ტაქსს. რომ ჩაჯდება, ტაქსისტი ეკითხება, გრუზინო? ქართველი ხარო? კიო. ეს რა დამმართეს ქართველებმაო, ტაქსში ჩამიჯდნენ და რომ მივიყვანე ადგილზე, გაიქცნენ, ფული არ გადამიხადესო. ქურდები უწოდა მათ.

ბიჭმა უსმინა, უსმინა. რომ მივიდნენ დანიშნულების ადგილზე, ჰკითხა, რამდენი უნდა გადაეხადათ მათ შენთვისო.

ტაქსისტმაც დაუსახელა თანხა.

ამ ბიჭმა თავისი წილიც გადაიხადა, რაც ეკუთვნოდა, იმ უცნობი ქართველებისაც გადაიხადა და ხურდაც არ გამოართვა, რომელიც ეკუთვნოდა. ტაქსისტს კი ასე უთხრა:

– აი, ეს გამომართვი და მეორედ ქართველზე ცუდი აღარ დაგცდესო.

ის ტაქსისტი დიდხანს ყვებოდა ამბებს, იმაზე, რომ არსად შემთხვევია მსგავსი რამ. ქართველები რომ უდგანან ერთმანეთს მხარშიო….სალაპარაკოდ და საქებრად ჰქონდა ქართველებისა ეს თემა.

– ასე რომ ბევრი კარგი ქართველი შემხვდა აქ. ბევრი დამეხმარა…ბევრი დამიდგა მხარში…და სულ ტყუილია ეს სიტყვები, ქართველს არ ენდოო,..

ცუდი და კარგი ყველა ერშია, _ წერს ფეისბუქში ქართველი ემიგრანტი დოდო დევიძე.