ტერაქტი პარიზში

ტერაქტი პარიზშიპარიზის ცენტრი ამ დროისთვის ისევ სამართალდამცავთა ალყის ქვეშ რჩება. პარიზის მეტროს რამდენიმე სადგური ცენტრში დაკეტილია. ქალაქის ცენტრში ელისეს მინდვრებთან სროლის შედეგად ერთი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა. მეორე კი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოშია მოთავსებული.

პოლიციამ ორი თავდამსმელიდან ერთის ლიკვიდაცია ადგილზე მოახდინა. მეორეზე კი საფრანგეთის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა.

ერთი-ერთი თავდამსხმელი,  რომელიც ძებნაშია, პარიზში ბრიუსელიდან მატარებლით ჩამოვიდა. მეორე თავდამხმელის შესახებ კი საფრანგეთის პოლიციას მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია მოეპოვება.

თავდამსხმელებმა სროლის ადგილზე მანქანა დატოვეს, რომლითაც გადაადგილდებოდნენ და ახლა მისი დეტალური შემოწმება მიმდინარეობს. მომხდარის გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებთან უკვე მოიწვია.

ფრანგ ხალხს მომხდარის გამო მსოფლიო ლიდერებმა სამძიმარი და სოლიდარობა უკვე გამოუცხადეს. ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

პირველი რადიო