პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლის დიდგორის აღნიშვნის უხერხულობით გაკვირვებულია და ხელისუფლებას მეტი სიმტკიცის გამოჩენისკენ მოუწოდებს:
– დიდგორის აღნიშვნა უხერხულია, ვინმეს არ ეწყინოსო? არა, მართლა? თუ მომესმა? აბა რა, მიდით “ძვირფასო ხელისუფლებავ”, რაც უფრო “მალე” გამოშტერდებით და ამოაფრქვევთ “სიბრძნეებს”, მით უფრო სწრაფად წახვალთ, თორემ უკვე მგონია, რომ დიდგორის ბრძოლა კი არა, ლავროვის ნასუფრალი არ ეღირსება ამ ქვეყანას, თქვენს ხელში.
ახლა რაღაც სიტყვა მომაგონდა, რა თქმა უნდა, ძველი, ქართული, ახლა არ დავწერ, ხელისუფლების ახალი სისულელისთვის და სიბრიყვისთვის შემოვინახავ, გამომადგება – ვ. ჩ. პ – ვაი ჩვენს პატრონს!

