თინათინ მაღალაშვილი ავიაკატასტროფას გადაურჩა

დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ავიაკატასტროფას გადაურჩა. იგი უკრაინაში მეორე ქართველ დიზაინერთან მადონა ხარატიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ისინი უკრაინიდან საქართველოში მოემგზავრებოდნენ, როდესაც თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა.
ინფორმაცია ამის შესახებ თინათინ მაღალაშვილმა თავად გაავრცელა:
_ ავიაკატასტროფას გადავურჩით და ამიტომ ვზივართ ასე გასუსულები კიევის აეროპორტში. იმედია შემდეგი თვითმფრინავი აღმოჩნდება გამართული და არ მოგვიწევს პარაშუტით დაშვება თბილისში.