თურქეთში რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. დაკავებულია 19 ადამიანი

თურქეთში რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. დაკავებულია 19 ადამიანითურქეთის ქალაქებში მეხუთე დღეა აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვს.
გუშინდელი აქცია ისევ დაკავებებით დასრულდა.

ბეშიქთაშში 300-ზე მეტი ადამიანი ერდოღანის საწინააღმდეგო ლოზუნგებით და ათათურქის პოსტერებით გამოვიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 19 ადამიანი.

საარჩევნო საბჭოს რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნითაც რამდენიმე ოპოზიციურმა ჯგუფმაც მიმართა.

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი თურქეთში 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა 55 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. საპრეზიდენტო მმართველობას მხარი 51,7%-მა დაუჭირა. საპრეზიდენტო მოდელის მხარდაჭერის შედეგად, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს.

კონსტიტუციის ცვლილებების თანახმად, ფართოვდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, კერძოდ:

1. პრეზიდენტს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები.

2. მას უფლება ეძლევა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი.

3. უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

4. პრეზიდენტს უფლება ექნება ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში.

5. პრეზიდენტი გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა.

ნიუპოსტი