თურქეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თან ასაფეთქებელი ნივთიერება ქონდა

თურქეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თან ასაფეთქებელი ნივთიერება ქონდათურქეთის სასამართლომ რუსეთის მოქალაქის ჯამალალი გაჯიევის დაპატიმრების განკარგულება გასცა, რომელიც ცოტა ხნის წინ თურქეთ-სირიის საზღვარზე დააკავეს.

მას თან ქონდა 1.5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, ორი ხელყუმბარა და შაჰიდის ქამარი. გაჯიევი ჩეჩნეთიდანაა, თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით ის თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტს გეგმავდა.

29 წლის რუსეთის მოქალაქე „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების რიგებში 2 წლის წინ გაწევრიანდა.

ნიუპოსტი